(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სამთავრობო ფრაქციები ოპოზიციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თაობაზე კონსულტაციების ჩატარებას სთავაზობენ.
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები ითხოვენ არსებული ცსკო-ს დაშლის შესახებ საკითხის დაყენებას და წინააღმდეგნი არიან კონსულტაციების ჩატარებისა.
გასულ კვირას სამთავრობო ბლოკმა ხმა არ მისცა ცსკო-ს გაუქმებას.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აცხადებენ, 2 ივნისს სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან ჩატარებულმა კონსულტაციებმა შეგედი ვერ გამოიღო, ამგვარად მთავრობასთან შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარებას აზრი არა აქვს.
ამავდროულად, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ცსკო-ს დაშლის მოთხოვნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)