(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო მზად არის ერაყში 74 კაციანი ჯგუფი გაგზავნოს, რომელშიც შედიან ოფიცრები, ჯარისკაცები, სამხედრო ექიმები და ინჟინრები. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” 28 მაისს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა აცნობა.
მისი თქმით, ამ ჯგუფის ერაყში გასაგზავნად გადაწყვეტილება აშში-ის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და შემდეგ პარლამენტთან შეათანხმოს.
ასევე უნდა მოხდეს ქართული ჯარის შესაძლო განლაგების წინასწარი შეთანხმება. ამ პროცესს ხანგრძლივს უწოდებს გელა ბეჟუაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)