(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხს მიეძღვნა დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართული კონფერენცია, რომელიც პარლამენტის აფხაზეთის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ იყო ორგანიზებული ბრიტანული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “შერიგების რესურსების” და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით.
კონფერენციას აფხაზეთის დელეგაციაც უნდა დასწრებოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო აფხაზური დელეგაცია არ ჩამოვიდა, რასთან დაკავშირებითაც სინანული გამოთქვეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ და დამსწრე ექსპერტებმა. მათი განცხადებით, ასეთი მიდგომა ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება კონფლიქტის მოგავრებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)