(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეაციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი მიიღო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჰეიდი ტალიავინმა, რომელიც ახლახანს ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.
შევარდნაძისა და ტალიავინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)