Site icon Civil.ge

საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

(თბილისი, 26 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესთან ერთად მთაწმინდის პანთეობში ყვავილებით შეამკო ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღავწეთა საფლავები.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წელსაც ვერ მოხერხდა რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო აღლუმის ჩატარება. უკვე მეექვსე წელია საქართველო უსახსრობის გამო დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გარეშე აღნიშნავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)