(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის მეთაურობით დღეს ბრიუსელში ნატოს ხელმძღვანელობის სხდომას დაესწრება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ქართული მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის შესახებ.
ასევე შეისწავლიან საქართველოს მიერ ნატოს რეკომენდაციების შესრულების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამხედრო სფეროში რეფორმების განხორციელებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)