Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკი საქართველოს 15 მლნ დოლარის კრედიტს გამოუყოფს სოციალური განვითარებისთვის

(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს განდაწყვეტილებით საქართველო 15 მლნ დოლარის გრძელვადიან შეღავათიან კრედიტს მიიღებს, რომელიც სოციალურ სფეროზე გადანაწილდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

“ეს თანხა ასევე დადებითად იმოქმედებს სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელებაზე. ჩვენ ეს პროექტი უკვე დამუშავებული გვაქვს და ახლა საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგენთ განსახილველად, შემდეგ კი მოსახლეობას გავაცნობთ, თუ რა მიზნებს ისახავს პროექტი სიღარიბის დაძლევისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსოფლიო ბანკის მხრიდან გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფა სოციალური სფეროს განვითარებისთვის უკვე მეორედ ხდება, მანამდე გადმორიცხული იყო 20 მლნ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)