Site icon Civil.ge

საქართველოს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან ერთად სტრატეგიული სამკუთხედის შექმნა სურს

(თბილისი, 16 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 15 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული სამკუთხედის შექმნა იქნებოდა რეგიონში “ეფექტური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების იმპულსე.”

მისი განცხადებით, სტრატეგიული სამკუთხედის შექმნა ასევე ხელს შეუწყობდა რეგიონის ნავთობმომპოვებელ (აზერბაიჯანი, ყაზახეთი) და ნავთობის სატრანზიტო (საქართველო, უკრაინა) ქვეყნებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობას.

თედო ჯაფარიძის თქმით ამგვარი სისტემა გაცილებით რეალურს გახდის აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ევროპაში, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის გავლით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)