Site icon Civil.ge

ახლებისა და ლეიბორისტების პოლიტიკური შეთანხმება

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” დღეს პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით.

ამ ინიციატივით “ახალი მემეარჯვენეები” გამოვიდნენ. “ჩევნი მიზანია ერთობლივი ძალებით წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მცდელობებს, რომლებიც მიმართული იქნება არჩევნების ჩაშლაზე, გაყალბებასა და გადადებაზე”, – ნათქვამია პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

“ახალი მემეარჯვენეები” ასეთი შეთანხმების მიღწევას სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც აპირებენ.

თავად ლეიბორისტები არჩევნებში კვლავ დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას და გამორიცხავენ რომელიმე პარტიასთან ალიანსში შესვლას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)