Site icon Civil.ge

“ახალი მემარჯვენეების” ახალი ინიციატივა

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეები” საკონსტიტუციო ცვლილებების იდეით გამოდიან და საქართველოს პრეზიდენტისთვის ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოიცხადების უფლების შეზღუდავს ითხოვენ.

“ახლაც არსებობს საშიშროება ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა. ამის გამო პრეზიდენტს უფლება უნდა შეეზღუდოს და საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად პარლამენტმა ამ საკითხის დამტკიცება არა უმრავლესობის მხარდაჭერით, არამედ ხმების 2/3-ით უნდა შეძლოს”, – განაცხადა დღეს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

საგანგებო სიტუაციების გამოცხადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, რაც 48 საათში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

თუმცა, როგორც თავად პრეზიდენტმა განაცხადა, “პარლამენტის თანხმობის გარეშე ზღაპარია, რომ პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ეს თითიდან გამოწოვილი ზღაპარია, რაშიც თვითონ ოპოზიციაა დაინტერესებული, რადგან არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების ან ხმების მოპოვების იმედი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)