Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ევროპისა და შუა აზიის რეგიონის საკითხებში იოანეს ლინი დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.

ლინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფინანსთა მინისტრთან.

ლინი ასევე მოინახულებს კახეთის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს.

This post is also available in: English (ინგლისური)