(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესთან მართავს შეხვედრას.
მოსალოდნელია, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება.
დღესვე რიჩარდ მაილსმა შეხვედრა გამართა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან მიხილ სააკაშვილთა, რომლის დროსაც ქვეყანაში წინა საარჩევნოდ შექმნილი ვითარება განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური)