Site icon Civil.ge

შევარდნაძე უზბეკეთში გაემგზავრა

(თბილისი, 3 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ცენტრალური აზიის ქვეყნების – ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებიც.

ტაშკენტში ვიზიტისას 3 მაისს შევარდნაძე ორმხრივ შეხვედრას აპირებს თავის უზბეკ კოლეგასთან ისლამ ქარიმოვთან.

დაგეგმილია ასევე შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთანაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)