Site icon Civil.ge

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეალურად მიიჩნევს უმოკლეს დროში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ამის ხელის შემშლელ ფაქტორს ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს.

“საქართველო აქტიურად უახლოვდება ნატო-ს და მალე საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას დაიწყებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის საკითხს განიხილავს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უკვე მზად არის პროგრამის ქართული ვარიანტი ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის შესახებ.

კახა სიხარულიძის ინფორმაციით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დროულია საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის ვიზიტი, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს ქართული მხარე.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში პრაღაში ჩრდილოატლანტოკური ალიანსის სამიტზე გაახმოვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)