Site icon Civil.ge

თბილისელი სომხები პარლამენტს 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებას თხოვენ

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში, ავლაბარში რამდენიმე ასეული სომეხი ეროვნების მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც 1915 წელს ოტომანთა იმპერიაში დახოცილი სომხების ხსოვნის დღეს აღნიშნავდნენ.

შეკრებილებმა საქართველოს პარლამენტს 1915 წელს მომხადარი მოვლენების გენოციდად შეფასება თხოვეს.

ამავდროულად იგივე საკითხმა საქართველოს პარლამენტშიც გამოიწვია ვნებათაღელვა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ჰამლეტ მოვსესიანმა პარლამენტს თხოვა წუთიერი დუმილით პატივი სცენ 1915 წლის მოვლენების დროს დაღუპული სომხების ხსოვნას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დეპუტატებს თხოვა რომ პატივი მიაგონ არამარტო 1915 წლის მოვლენების მსხერპლთ, არამედ მსოფლიოში ყველა კონფლიქტის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპული აზერბაიჯანელების, აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპული აფხაზების და ქართველების ხსოვნას და ა.შ.

ბურჯანაძის გადაწყვეტილებამ და დეპუტატ მოვსესიანის თხოვნის გაჟღერებამ აზერბაიჯანელი ეროვნების დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა გასულ წელსაც, როცა სომეხი ეროვნების დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტს თხოვეს დადგენილების მიღება, რომლითაც აღიარებდნენ თურქეთში სომეხთა გენოციდის ფაქტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)