Site icon Civil.ge

თბილისში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ჩამოდის

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინი 24 აპრილს თბილისში ჩამოდის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ლოშინინი განიხილავს ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის 6-7 მარტის სოჭის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების საკითხებს.

ამ პირობების მიხედვით უნდა შეიქმნას სამთავრობათშორისო კომისიები, რომლებიც იმუშავებენ გალის რაონში დევნილთა დაბრუნების, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენისა და რეგიონის ეკონომიკის აღორძონების საკითხებზე.