(თბილისი, 19 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თანხმობა გამოხატეს წინასაარჩევნოდ “გაერთიანებულ დემოკრატებთან” გაერთიანებაზე.
“თუ ზურაბ ჟვანია მზად არის ლიდერობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გაერთიანების შესახებ მოვილაპარაკებთ”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
18 აპრილს ზურაბ ჟვანიამ ოპოზიციურ ძალებს საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ოპოზიციური ძალების გაერთიანებით გახდება შესაძლებელი შევარდნაძის რეჟიმის მმართველობის დასრულება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)