Site icon Civil.ge

“აღორძინებამ” კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა

(თბილისი, 17 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს “აღორძინებამ” სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა, რითაც სახელსიფულებო ფრაქციების მიერ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის განხილვის ბლოკირება გააპროტესტეს.

“აღორძინების” ლიდერების მტკიცებით სახელისუფლებო ფრაქციები, პრეზიდენტის დავალებით განგებ არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, რის შედეგადაც ქვორუმის არ არსებობის გამო პარლამენტი მუშაობას ვერ იწყებს.

პრეზიდენტმა 14 აპრილს განაცხადა, რომ იგი ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინააღმდეგია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)