(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს 350 ხმით 3 წინააღმდეგ მიიღო განცხადება, რომელიც საქართველო-აშშ შორის სამხედრო სფეროში დადებული ხელშეკრულებას თბილისის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად აფასა.
რუსი დეპუტატების განსაკუთრებული შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით საქართველოს ტერიტირიაზე აშშ-ს სამხედროებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლევათ, ასევე შესაძლებელია სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის განთავსება.
“ამის უფლება არასდროს არ ჰქონია რუსეთის სამხედრო შენაერთებს, რომლებიც საქართველოში იყო და არის განლაგებული” – ნათქვამია რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ განცხადებაში.
საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიციერბა პარლამენტში მარტის თვეში მოხდა.
საქართველო რუსეთის ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევად აფასებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)