(თბილისი, 12 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შექმნეს ჯგუფი, რომელიც ერაყთან მეგობრობის საკითხებზე იმუშავებს.
“დეპუტატთა ეს ჯგუფი შეასრულებს სამუშაოებს ერაყის მომავალ პარლამენტთან მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად”, – განაცხადა რჩეულიშვილმა 11 აპრილის პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღვნიშნა, რომ ეს ჯგუფი იმუშავებს ერაყის ომისშემდგომ აღორძინებაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის მიმართულებითაც.
“საქართველოს შეუძლია ერაყს დახმარება აღმოუჩინოს სასმელი წყლით მომარაგებასა და მშენებელი-ინჟინრებით”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)