Site icon Civil.ge

არძინბამ მთავრობა გადააყენა

(თბილისი, 9 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ 8 აპრილს მთავრობა გადააყენა, – ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ აცნობა.

არშბას თქმით, გადაწყვეტილება ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების დანიშვნის შესახებ ხვალ იქნება მიღებული.

7 აპრილს სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ და მთავრობის მთელმა შემადგენლობამ ვლადისლავ არძინბას განცხადებით მიმართა დათხოვნის თაობაზე.

არშბას ინფორმაციით, განცხადების დაწერი მიზეზი გახდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის განზრახვა 10 აპრილს სოხუმში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო პოლიტიკურ ძალთა შეკრების ჩატარების თაობაზე, სადაც არძინბასგან მთავრობის გადაყენება უნდა მოეთხოვათ.

არშბას თქმით, პრემიერმა და მთავრობის სხვა წევრებმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს, რათა სიტუაცია არ გართულებულიყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)