(თბილისი, 5 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავს.
როგორც უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, პაკეტში, რომელშიც ხუთი კანონპროექტი შედის უშიშროების სისტემის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
პაკეტში გაერთიანებულია კანონპროექტები სახელმწიფო უშიშროების სისტემის, ტერორიზმთან ბრძოლის, ექსტრემისტულ ორგანიზაციათა გაუქმების, სპეცსაშუალებებისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ.
წარმოდგენილი კანონპროექტების შენაარსის დეტალების ჯერჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)