(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა 3 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო “ადეკვატურ პასუხს” გასცემს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ რუსეტის სახელმწიფო სათათბირო მიიღებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს ქართულ-ამერიკულ სამხედრო ხელშეკრულებას.
3 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფმა სათათბიროში შეიტანა განცხადების პროექტი, რომელიც გმობს საქართველო-ამერიკის ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა მარტის ბოლოს მოახდინა. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა თავისი მოსაზრებებისამებრ, ქართული მხარის თანხმობით გამოიყენოს საქართველოს სამხედრო ბაზები და სხვა ობიექტები.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეტანილი განცხადების პროექტი რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გადასინჯოს მოსკოვის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (“სამხრეთ ოსეთი”) მიმართ, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება და რომლებიც “მჭიდრო კავშირების” დამყარებას ცდილობენ რუსეთთან.
“გარე ზეწოლის მიუხედავად საქართველო თავისი პოზიციის შეცვლას არ აპირებს”, – განაცხადა მენაღარიშვილმა.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)