Site icon Civil.ge

რუსი მშვიდობისმყოფელები აღელვებულნი არიან აფხაზეთში დანაშაულების ზრდით

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დღეს შემდგარ მორიგ ოთხმხრივ შეხვედრაზე რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის ზონაში დანაშაულების ზრდის გამო.

სამშვიდობო ძალების სარდალმა გენერალმა ალექსანდრ ევტეევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა ადამიანთა გატაცებებისა და ავტომობილების ქურდობის შემთხვევები.

გენერალმა ქართულ მხარეს თხოვა, რომ გაამკაცროს კონტროლი ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართული მხრიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)