Site icon Civil.ge

ჟვანია მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს განათლების სისტემაში

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია 27 მარტს თბილისში სკოლების მასწავლებლებსა და განათლების სისტემის სხვა თანამშრომლებს შეხვდა.

“გაერთიანებული დემოკრატები” განათლების სისტემაში მომუშავე პერსონალის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ შემოდგომისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

შეხვედრაზე ჟვანია და პედაგოგები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადასაწაყვეტად.

“დროა გავაუმჯობესოთ სიტუაცია ერთობლივი ძალებით”, – თქვა ზურაბ ჟვანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პედაგოგებთან შეხვედრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)