Site icon Civil.ge

აშშ ამტკიცებს, რომ საჰაერო დაკვირვება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსულ გაზეთ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება “უ-2” ტიპიტ თვითმფრინავები რუსეთის მიმართ სადაზვერვო საქმიანობისთვის.

მისის თქმით, ეს თვითმფრინავები სწავლობენ ვითარებას საზღვრის გასწვრივ პანკისის ხეობის ჩათვლით.

არმიტიჯმა თქვა, რომ აშშ რუსეთს მიაწვდის ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ იქ რაიმე საეჭვოს დააფიქსირებს.

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენამ საქართველოს საჰაერო სივრცეში მეზობელი რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. მოსკოვმა ამერიკა “ცივი ომის ტაქტიკის” გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 22 მარტს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი დაფიქსირებული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე  რუსეთის საჰაერო სივრციდან 20-30 კილომეტრის მანძილზე.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის დაფიქსირების მესამე შემთხვევა იყო. “22 მარტს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გადაფრენას წინ უსწრებდა ორი ანალოგიური შემთხვევა 7 მარტს და 27 თებერვალს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებაში, რომელიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოს გადაეცა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
‘ამერიკის თვალი’ ქართულ ცაში

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)