Site icon Civil.ge

საქართველო რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს

(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის საელჩოს საქართველოში, რომელშიც მოუწოდებს მოსკოვს აღეკვეთოს უკაკონო საზღვაო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის.

ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ტურისტული გემი სოხუმიდან სოჭის მიმართულებით 26 ივლისს გავიდა.

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტურისტული რეისი კომერციულმა სტრუქტურებმა განახორციელეს. მისი თქმით, ეს, ძირითადად, ტურისტთა დიდი ნაკადის მოზღვავებით იყო განპირობებული.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა მზად არის ქვეყნის ტერიტორიული წყლების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევა აღკვეთოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)