Site icon Civil.ge

ეუთო მზად არის ცსკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისთვის

(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე გიგი წერეთელი დღეს ეუთო-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი არჩევნების თემას შეეხო. ეუთო-ს წარმომადგენლები მზად არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგენისთვის.

რაც შეეხება საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნას, ეუთო-ს წარმომადგენლები ამ კომპეტენციას ქართულ მხარეს უთმობენ.

ეუთო-ს წარმომადგენლებმა მზადყონა გამოთქვეს დახმარება გაუწიონ ქართულ მხარეს არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)