Site icon Civil.ge

ბურჯანაძეს კონსულტაციების გაგრძელება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უაზრობად მიაჩნია

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარე ნინო ბურჯანაძე უაზრობად მიიჩნევს კონსულტაციების გამართვას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მან ამ მიმართულებით ყველა რესურსი ამოწურა.

“მაქსიმალური გავაკეთე, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ როცა პროცესი უხილავი ხელით იმართება და სახელისუფლებო ბლოკს ერთმნიშვნელოვანი პოზოცია უკავია, ძნელია კონსესუსის მიღწვეა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ასევე არამართებულია საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მხრიდან ედუარდ შევარდნაძის მიმართ გამოითქვა უკმაყოფილება ბეიკერის წინაშე დადებული პირობის შეუსრულებლობის გამო.

ამის თაობაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბეიკერს მის მიმართ უკმაყოფილება არ უნდა გამოეხატა, რადგან პრეზიდენტი ვალდებული არ არის ჩაერიოს პარლამენტის მუშაობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)