(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – გალის რაიონში დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა.
რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბაჟოს კუთვნილ მიკროავტობუსს სოფელ ჭუბურხინჯის მახლობლად უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
საბაჟოს ორი დაჭრილი თანამშრომელი სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)