(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პოლიციასთან შეტაკების შედეგად ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ორი წევრი დაშავდა, მაშინ როდესაც ამ მოძრაობის წევრები ცდილობდნენ ენერგეტიკის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია ჩაეტარებინათ.
მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელიც რუსული კომპანია “რაო ეეს”-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ენერგეტიკის სამინისტროს მახლობლად პოლიციის კორდონი გადაეღობა წინ, რათა დემონსტრანტებისთვის აქციის მოწყობაში შეეშალათ ხელი.
რუსული კომპანიის მეთაურმა ანატოლი ჩუბაისმა, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა, მოლაპარაკებები უკვე გამართა ენერგეტიკის მინისტრთან დავით მირცხულავასთან. მოლაპარაკებების შემდეგ ჩუბაისი შეხვდა ავთანდილ ჯორბენაძეს. საღამოს დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან.