(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსი კორნელი სალია უარყოფს რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩეჩები მებრძოლების პანკისის ხეობიდან რუსეთში გადასვლის თაობაზე.
მისი თქმით, ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერ ხეობაში ჩატარებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად ჩეჩენი მებრძოლები ხეობაში აღარ იმყოფებიან.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს რუს კოლეგებთან, რათა თავიდან ავიცილოთ საზღვრის უკანონო დაღვევის შემთხვევები”, – განუცხადა 7 აგვისტოს კორნელი სალიამ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)