Site icon Civil.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “რაო ეეს”-ის საქართველოსთან თანამშრომლობას მიესალმება

(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას 7 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის  განვითარებას.

სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მოსაგვარებლად.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსულ ენერგოკომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ურთიერთხელსაყრელი ენერგოპროექტების განხორციელებას, სტაბილურ ენერგომომარაგებას საქართველოში და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეკონსტრუქციას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)