(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის საგადასახადო შემოსავლებისა და საბიუჯეტო კომიტეტებმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდირებული საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადების თანახმად, საბიუჯეტო დანახარჯები 65,8 მილიონი ლარით შემცირდება.
ცვლილებები ასევე გულისხმობს შემოსავლების ზრდას 45 მილიონი ლარით. მთავრობა აპირებს შემოსავლების გაზრდილი მაჩვენებელი მობილური სატელეფონო კავშირსა და ბინათმშენებლობაზე გადასახადების გაზრდით შეასრულოს, რაც ოპოზიციის აღშფოთებას იწვევს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ცვლილებების პროექტს მომავალ კვირას განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)