Site icon Civil.ge

ბურჯანაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს თავისი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, თუმცა, თავი შეიკავა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თავისი პოლიტიკური პარტნიორების დაესახალებისგან.

ბურჯანაძის განცხადებით, მისი პლატფორმა შეიცავს “რევოლუციურ ცვლილებებს რევოლუციის გარეშე”. ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერება – ეს არის პარლამენტის თავჯდომარის საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრინციპები.

მან ოპოზიციურ პარტიებს ამ პრინციპების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა საქართველოში გავრცელებული საშიში ტენდენციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

“ჩვენ მოწმენი ვართ “ომისა”, რომელიც იმ ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ მოწმენი ვართ ომისა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 8 აგვისტოს.

ნინო ბურჯანაძის პროგრამის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები და ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)