(თბილისი, 9 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო გმობს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას შეაფასოს რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. მისი განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება ქართველი და რუსი პრეზიდენტების მიერ 7 მარტს სოჭში მიღწეულ შეთანხმებას.
ქართული და რუსული მხარეები 7 მარტს სოჭში შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებასა და აფხაზეთში ენერგოობიექტების აღდგენაზე იმუშავებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ერთობლივად შეესწავლათ აფზახური მხარის მონაწილეობით.
რუსეთის საგარეო სამინისტროს 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ სიტუაცია აფხაზეთის მონაკვეთზე.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქართული მხარე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დაიწყება დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება რეგიონში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)