(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქართველი სამშვიდობოების სამხედრო შენაერთი ავღანეთში გაიგზავნოს.
“ნატო-ს სურს თავისი პარტნიორი ქვეყნები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართოს”, – განაცხადა დავით თევზაძემ 10 აგვისტოს აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მეთაურთან გენერალ ჯეიმს ჯოუნსთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალესანდრო მინუტო-რიზოსთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველომ გასულ კვირას სამშვიდობოების ასეული ერაყში გააგზავნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)