(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავჯდომარემ აკაკი ჩხეიძემ, რომელიც ასევე სახელისუფლებო საარჩევნო ალიანსის ერთ-ერთი ლიდერია, გუშინ 1 მილიონიანი სასამართლო პროცესი მოუგო სატელევიზიო პროგრამა “60 წუთს”, რომელიც დამოუკიდებელ კომპანია “რუსთავი 2”-ის არხზე გადის.
გასულ ოქტომბერს “60 წუთმა” აკაკი ჩხეიძე კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. E
“60 წუთის” ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გააპროტესტა თბილისი საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ეს არ იყო სასამართლო პროცესი, არამედ ეს იყო შოუ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგანაც მთავრობას დამატებითი სახსრები სჭირდება საპარლამენტო არჩევნების წინ”.
“ეს აბსოლუტურად უსამართლო პროცესი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია”, – განაცხადა არასამართავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ პროცესის შემდეგ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “60 წუთი” აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ საქმის ხელახლა გადახედვის მიზნით.
2003 წლის აპრილში “60 წუთმა” ასევე წააგო სასამართლო პროცესი კულტურის ყოფილ მინისტრთან ვალერი ასათიანთან. ეს უკანასკნელი პროგრამას ცილისწამებაში ადანაშაულებდა. ამგვარად, “60 წუთს” ასათიანისთვის 53 ათასი ლარის გადახდა მოუხდა მიყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)