(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 13 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გასულ დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა შეჩერდა. ტარიფის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
“რატომ არ უნდა მოეთათბიროს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს, ან სახელმწიფო მინისტრს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიუჯეტზე ახდნეს გავლენას?” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
“საკონსტიტუციო სასამართლოს რამოდენიმე წევრს ჩემთვის დარეკილი აქვს და უთხოვია მირიან გოგიაშვილისთვის (ფინანსთა მინისტრი) მეთქვა მათთვის ხელფასები გადაერიცხა. როცა ხელფასები უნდათ მაშინ ხომ რეკავენ?” დასძინა პრეზიდენტმა.
ბოლო პერიოდში შევარდნაძის მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ივლისის ბოლოს, ასევე მთავრობის სხდომაზე მან მოუწოდა მოსამართლეებს არ მიიღონ წარმოებაში პენსიონერების სარჩელები, რომლებიც ხელისუფლებისგან საპენსიო დავალიანების გასტუმრებას შეეხება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)