Site icon Civil.ge

დავით მირცხულავა სემეკის თავმჯდომარედ დაინიშნა

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა 13 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა 6 წლის ვადით.

12 აგვისტოს დავითYმირცხულავა გადადგა ენერგეტიკის მინისტრის პოსტიდან, რომელიც მას 4 წლის განმავლობაში ეკავა. 13 აგვისტოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკმაყოფილა მირცხულავას განცხადება გადადგომის შესახებ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მისი დანიშვნის გამო.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)