Site icon Civil.ge

საქართველოს სანაპირო დაცვამ ტანკერი დააკავა

(თბილისი, 20 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სანაპირო დაცვამ 19 აგვისტოს შავ ზღვაში ტანკერი დააკავა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩრდილოეთ კორეის დროშით შემოვიდა.

ტანკერს ტვირთი არ გადაჰქონდა. ამჟამად ეკიპაჟის ოთხი წევრი ფოთში იმყოფება დეტალების საბოლოო გარკვევამდე.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზღვრის პირველი დარღვევისა და სანაოსნო წესების იგნორირებისთვის ტანკერის მფლობელები შესაძლოა 250 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)