Site icon Civil.ge

პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს განიხილავს

(თბილისი, 20 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელი რიგარეშე სხდომა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვით დაიწყო. ამ ცვლილებების მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

მთავრობა შემოსავლების გაზრდას მობილურ ტელეფონებსა და ბინათმშენებლობაზე გადასახადის გაზრდით აპირებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ დაგეგმილი 45 მილიონი ლარიდან დამატებით 31 მილიონ ლარს გადასახადების ზრდიდან მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებების პროექტს, გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ სააბონენტო მომსახურების მთლიანი თანხის დამატებით 10%-ის გადახდა, ხოლო რაც შეეხება ბინათმშენებლობას, დამატებითი 85 ლარის გადახდა თითოეულ კვადრატულ მეტრზე.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჩრდილელმა დაადასტურა, რომ მობილურ ტელეფონებზე გადასახადების გაზრდა აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას კავშირგაბმულობის მთლიან სისტემაში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)