(თბილისი, 20 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ათობით ქართველი დევნილი აფხაზეთიდან, ძირითადად ქალები, დღეს გლდანის რაიონში მდებარე “მეტრომშენის სამმართველოს” შენობაში შეიჭრნენ და სამმართველოს უფროსი მძევლად აიყვანეს.
ისინი შენობის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დაწვით და სამმართველოს უფროსის დაწვით იმუქრებოდნენ.
პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას, თუმცა რადიკალური ზონების მიღებისგან თავი შეიკავა.
თბილისში დღეს დაახლოებით 80 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს. მათ უმეტესობას საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და ძირითადად სასტუმროებსა და ნათესავებთან ცხოვრობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)