(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დღეს პანკისის ხეობაში გაემგზავრა ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების ერთი წლის თავზე ხეობაში არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით.
ქართული შინაგანი ჯარები ხეობაში 2002 წლის 25 აგვისტოს იქნა გაგზავნილი. 2002 წლის ბოლოს ქართველმა ძალოვანებმა განაცხადეს, რომ ხეობაში არც ერთი ჩეჩენი მეომარი და უცხოელი ტერორისტი არ იმყოფებოდა.
უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია პანკისს 24 აგვისტოს იმყოფებოდა. მისი თქმით, სიტუაცია ხეობაში სტაბილურია.
“გასულ წელს ჩვენ ხეობაში იარაღით შევედით წესრიგის დამყარების მიზნით. იმედია, მომავალ წელს ჩვენ აქ ტურისტებთან ერთად ჩამოვალთ”, – განუცხადა ხაბურძანიამ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)