Site icon Civil.ge

ბურჯანაძე არ იზიარებს შევარდნაძის კრიტიკას ბიუჯეტის კორექტირების საკითხის მიუღებლობის გამო

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ იზიარებს კრიტიკას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხი, დადგა მთლიანად ხელისუფლების ბრალია.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბიუჯეტის სეკვესტრს პარლამენტში, თუ დადგება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტი უკვე მეორე კვირაა ვერ ახერხებს პროექტის მიღებას, რის გამოც თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი გააკრიტიკა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)