(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 25 აგვისტოს, არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ქართული სამშვიდობო კონტინგენტის ოთხი წარმომადგენელი ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიკრიტში გამნაღველი ოპერაციების განხორციელებისას დაშავდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომენტარისგან თავი შეიკავა.
საქართველომ სამშვიდობოების ასეული ერაყში 3 აგვისტოს გააგზავნა. 34 ქვეითისგან, 20 სამედიცინო მუშაკისგან, მათ შორის 13 ქალი, და 15 ინჟინრისგან შემდგარი ასეული სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში განლაგდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)