Site icon Civil.ge

პარლამენტმა საქართველო-გერმანიის ფინანსური შეთანხმება დაამტკიცა

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღეს საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო ფინანსური შეთანხმება დაამტკიცა.

ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა უვე შრამმა 20 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, გერმანიის მთავრობა 26 მილიონ ევროს გამოყოფს, რომლის ნაწილიც გრძელვადიან კრედიტს წარმოადგენს, ნაწილი კი – გრანტს. 

დაფინანსების ნაწილი თბილისში 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების შეკეთებას მოხმარდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)