(თბილისი, 28 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერას” წარმომადგენლობა საქართველოში იტყობინება, რომ დავალიანების გამო 29 აგვისტოს კომპანია საქართველოს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
“იტერამ რამდენჯერმე გააფრთხილა “თბილგაზი” [საქართველოს გაზის გამანაწილებელი კომპანია], რომ გადაეხადა მოხმარებული გაზის საფასური, მაგრამ ქართული მხარე ამას ვერ ახერხებს”, – ნათქვამია “იტერას” მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილში.
ამჟამად რუსული კომპანია გაზის ერთადერთი მომწოდებელია საქართველოში. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიამ ქვეყანას უკვე სამჯერ შეუწყვიტა გაზის მიწოდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)