(თბილისი, 28 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის 18 წევრი, რომელთა შიმშილობის აქციაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შენობის წინ გრძელდება, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
ვეტერანები ლეგიტიმურ ხელისუფლებას დევნილთა პრობლემების იგნორირებასა და მათი სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.
“აფზახეთის ხელისუფლება ჩვენს ფულს ითვისებს. თითქმის რვა თვეა, პენსიები არ მიგვიღია. ისინი შეგნებულად ბერავენ დევნილთა რიცხვს, რათა მეტი ფული ჩაიჯიბონ”, – განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავჯდომარემ რუზგენ გოგოხიამ 27 აგვისტოს. მისი თქმით, კავშირი შიმშილობის აქციას მანამ არ შეწყვეტს, სანამ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება არ გადადგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)