Site icon Civil.ge

ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან

(თბილისი, 28 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი ლივიუ ბოტა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს მართავენ.

ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები თბილისში 26 აგვისტოს ცსკო-ის თავჯდომარის კანდიდატთა სიების შესასწავლად ჩამოვიდნენ.

ისინი უკვე შეხვდნენ ლეიბორისტული პარტიის, “აღორძინებისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერებს.

ეუთომ უკვე მიიღო ცსკო-ის თავჯდომარის კანდიდატთა 25-კაციანი სია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)